“სახიფათო კაცი ხარ, დათიკო! პოლიტიკურად რასაკვირველია…”

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა. მის ამ ქმედებას ვალერი ხაბურძანია ეხმიანება და საჯაროდ მიმართავს უსუფაშვილს.

-“ნიჭიერი და ზოგადად წესიერი კაცი ხარ და თუ მაინც უნდა წამოსულიყავი პარტია ბერძენიშვილებიდან (ე.წ. რესპუბლიკური პარტიიდან) ადრე გექნა ეგ. ახლა არავინ არ მოგიწონებს თავდადებას, საქართველო იარლიყების ქვეყანაა და ჩემი და კარის გაღების არ იყოს, თუ მოგაწებეს იარლიყი, ვერ მოიღლიტავ!

ისე, კომუნისტურ პარტიას კი “მოუღე ბოლო” და რესპუბლიკურსაც გამოუყვანე წირვა. სახიფათო კაცი ხარ, დათიკო! პოლიტიკურად რასაკვირველია…

 

კომენტარის დატოვება