„ადგილი აქვს დარღვევებს, დაბნეულობის შეტანა უნდათ მოსახლეობაში…“

გაერთიანებული ოპოზიციისძალა ერთობაშიადუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ოტიაშვილი აცხადებს, რომ ადგილი აქვს დარღვევებს და ხალხს, შეცდომაში შეყვანის მიზნით არ ურიგდებათ ამომრჩევლის საარჩევნო ბიულეტინები.

-მასიურად არ რიგდება  ქალაქებში , დაბებში,  სოფლებში ამომრჩევლის ბარათები(ბიულეტინი) . რომლებიდანაც ამომრჩევლებს იწვევენ საარჩევნო უბნებში. ამით დაბნეულობის შეტანა უნდათ მოსახლეობაში, რომ მათ იფიქრონ სიებში არ არიან.

ამიტომ მოგიწოდებთ ყველას-28 ოქტომბერს, დილის 8 სთ-დან საღამოს 20 სთ-მდე ყველა მივიდეთ  საარჩევნო უბანში და ხმა მიეცით თქვენთვის  სასურველ კანდიდატს.

მაშ ასე, ქუდზე კაცს ველოდებით საარჩევნო უბნებში“-აცხადებს ოტიაშვილი.

ცოტა ხნის წინ ზურაბ ოტიაშვილმა საზოგადოებისადმი მიმართვა გაავრცელა.

მიმართვა იხ.

https://www.gmtv.ge/49288-2/