“დღეს ძალიან ვგავართ ობობის ქსელში გაბმულ მწერს…”

სოსო მანჯავიძე

ომისშემდგომ ოკუპირებულ დასავლეთ გერმანიაში,1947 წელს შეიკრიბა გერმანელ სამართალმცოდნეთა ჯგუფი,რომელმაც საიდუმლო ვითარებაში გადაწყვიტა შეექმნა იურიდიული ბაზა ახალი გერმანიისათვის,რაც განახორციელა კიდეც ,ყოველგვარი დაფინანსების გარეშე,იატაკქვეშა მდგომარეობაში.

სწორედ ამ საკანონმდებლო საფუძველმა მისცა გერმანიას საშუალება ფენიქსივით აღმდგარიყო ფერფლიდან.
ეს იმიტომ, რომ გერმანელებს კარგად ესმით,რომ ქვეყნის წარმატება თუ წარუმატებლობა ბუნებრივ რესურსებზე ან მდებარეობაზე არაა იმდენადდამოკიდებული ,როგორც მოქმედ კანონთა სიკეთეზე ან მათ უვარგისობაზე.

”თუ ჩემი და შენი, ესე იგი კაცთა უფლება და მოვალეობა,ძნელად გასარჩევია და არ არის საყოველთაოდ განსაზღვრული ცხადად და უცილოდ,იქ ხალხის წარმატება და კეთილდღეობა,თუ ყოველდღე უკან არ იწევს,შეფერხებული ხომ არის და არის.ამისი მაგალითი თვით ჩვენი ქვეყანაა.ერთი მითხარით,რა არ მოუცია ღმერთს ჩვენის ბედნიერებისათვის? ყოველისფერი უხვად გვაქვს,მხოლოდ არა გვაქვს ურთიერთშორისი განწყობილება”
წერდა ილია ჭავჭავაძე.

ჩვენ დღეს ძალიან ვგავართ ობობის ქსელში გაბმულ მწერს,რომელიც ამ ქსელში მოძრაობამ დააოსა და უფრო მეტად გაიხლართა.

ურთიერთდაუკავშირებელი,ყოველგვარ ერთიან ხედვას მოკლებული საკანონმდებლო ბაზა,ობობის ქსელში გაბმული მწერის არ იყოს, უსპობს საქართველოს არსებობის საშუალებას.

არადა, გამოსავალი მარტივია! ამისათვის გერმანელებივით იატაკქვეშ არ გვჭირდება უფასო მუშაობა.
საჭიროა შეიქმნას ინსტიტუტი,რომელიც დაკომპლექტება ჯერ კიდევ შემორჩენილი განათლებული ქართველი სამართალმცოდნეებით და რომელიც კანონმდებლობის ხარვეზების გამოსწორებაზე იმუშავებს.

ეს ყველა საკითხს მოიცავს,დაწყებული სახელმწიფო მოწყობის მოდელიდან და საარჩევნო კანონმდებლობით დამთავრებული.

ამისათვის სახელმწიფოს კეთილი ნებაა საჭირო.მმართველმა გუნდმა უნდა გაიგოს,რომ ტრენინგავლილი ბანკის თანამშრომელი თუ მენეჯერ–იურისტი ოთხი წლის სტაჟით,რომელსაც სამართლის ფილოსოფიაზე და სახელმწიფოსა და სამართლის მიმართებაზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენები აქვს,ქვეყანას ვერ ააშენებს,უცოდინრობით კი,ნებსით თუ უნებლიედ,დაანგრევს.

ძნელი დასანახი არც ის უნდა იყოს,სადამდე მიგვიყვანა უცხოური ფულით დაფინანსებული ნჯო-ების ჭკუაზე სიარულმა.

თუმცა ეს საკითხები დღეს არავის აინტერესებს. უფრო მნიშვნელოვანი მაინც ჩანაწერები და იმის გარჩევაა,ვინ უფრო მძაფრად გამოლანძღა ოპონენტი რომელიმე კოშმარად გადაქცეულ ქართულ შოუში.