“მე დავიკავებ ზაზას ადგილს”

პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ისევ გრძელდება, ახლა აქციას მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად მოკლული დათუნა სარალიძის ბებია, მარინა ბეგაძე უდგას.

ზაზა სარალიძის დედა ამბობს, რომ მისმა შვილმა სამართალს ვერ მიაღწია, მისივე თქმით, აქცია არ დაიშლება და გაგრძელდება.

-“მე დავიკავებ ზაზას ადგილს”-განაცხადა მარინა ბეგაძემ.

პარლამენტის წინ დგას ერთი კარავი, რომელიც მიიტანეს ახალგაზრდებმა. ისინი დაშლას არ აპირებენ და იცავენ კარავს პოლიციისგან.

ასევე იხ.

https://www.gmtv.ge/49250-2/