აუცილებელია შრომითი ურთიერთობის სამართლიანობის მიმართულებით მრავალმხრივი რეფორმების გატარება

31 ოქტომბერს თბილისში  საერთაშორისო კონფერენცია „ბიზნესი და ადამიანის უფლებები: გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში“ გაიხსნა. კონფერენციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ესწრებოდა.

საკრებულოს წევრმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ორმხრივი ხელშეკრულების ვალდებულების მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

გულიკო ზუმბაძის თქმით, არავინ დაობს იმაზე, რომ ბიზნესის განვითარება, დასაქმება და ეკონომიკური შემოსავლების გაზრდა მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ამავე დროს, შრომითი ურთიერთობის სამართლიანობის მიმართულებით მრავალმხრივი რეფორმების გატარებაა აუცილებელი. 

საკრებულოს წევრმა ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების ისეთ ფაქტორებზე ისაუბრა, როგორიცაა ხმაური, ჰაერის დაბინძურება, საკუთრების შეზღუდვა და სხვა.

კონფერენცია „ბიზნესი და ადამიანის უფლებები: გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში“ საქართველოს სახალხო დამცველის, დანიის ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.

ამ საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ აუცილებლად დავუკავშირდებით გულიკო ზუმბაძეს და უახლოეს დღეებში უფრო ფართოდ გავშლით თემას. თქვენთვის საინტერესო კითხვები მოგვწერეთ მეილზე geomediatv.ge@mail.ru ან სააგენტოს ფეისბუქ-გვერდზე.

კონფერენცია 2 ნოემბერს დაიხურება.

კომენტარის დატოვება