“ვაკონკრეტებთ, რომ აქციას არა ჯარისკაცები, არამედ ომის ვეტერანთა ნაწილი შეუერთდა”

ვაკის პარკში აქციაზე ვეტერანების მისვლის დროს შეძახილებს და გავრცელებულ ინფორმაციას-“ქართული ჯარი შემოგვიერთდა, ქართული ჯარი ჩვენტან არის” თავდაცვის სამინისტო ეხმიანება.

ვაკისპარკში მიმდინარე მშვიდობიან საპროტსტო აქციაზე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია თითქოს აქციას შეუერთდნენ ჯარისკაცები.

ვაკონკრეტებთ, რომ აქციას არა ჯარისკაცები, არამედ ომის ვეტერანთა ნაწილი შეუერთდა. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება შეკრებაში მონაწილეობა. სამხედრო მოსამსახურის შეკრებაში მონაწილეობას კრძალავს აგრეთვე „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი. აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა განიხილება სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველ ქმედებად-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.