ტოჩინოშინი სუმოისტი, ოძეკი ლევან გორგაძე საქართველოშია

პროფესიონალი ქართველი სუმოისტი, ოძეკი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) საქართველოში ჩამოვიდა.

ლევან გორგაძეს აეროპორტში საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია (კოკაი), ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ. 2018 წლის პროფსიონალური სუმოს ტურნირებზე ტოჩინოშინმა იანვრის თვეში იმპერატორის თასის მოპოვება შეძლო, მაისის ტურნირზე კი სუმოს რანგით მეორე ტიტული – ოძეკის ტიტული მოიპოვა.

2018 წელს მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, ტოჩინოშინი საქართველოში იაპონიიდან პირველად ჩამოვიდა.