“მივმართავ ახალგაზრდობას! პროექტი “გეორგია“ თქვენი უკეთესი მომავლისთვისაა, დასაქმდით!”

ირაკლი შიხიაშვილი

ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის საქართველოში წარმომადგენლობის დირექტორი

მივმართავ ახალგაზრდობას –

🇬🇪“გეორგიას“ პროექტით თქვენ, ახალგაზრდებს, გაგიჩნდებათ შესაძლებლობა –
მიიღოთ საუკეთესო განათლება!
დაეუფლოთ ახალ ტექნოლოგიებს!
დასაქმდეთ და გქონდეთ შემოსავალი!
მოუაროთ ქართულ მიწას!
შექმნათ და დაიცვათ თქვენი მომავალი!

არასოდეს იყოთ გულგრილნი და ინდეფერენტული.

არასოდეს გაუბრაზდეთ სამშობლოს, რაც არ უნდა
გაბრაზდეთ ხელისუფლებაზე!

ისწავლეთ, იბრძოლეთ, იშრომეთ, რათა თქვენ შექმნათ,თქვენივე უკეთესი მომავალი!

ჩვენ, “ქართულ-ამერიკულ რესპუბლიკურ ალიანსს” (GARA-ს), დაწყებული გვაქვს ჩვენი ქვეყნის “მომავლის პროექტი” – “გეორგია”🇬🇪 რათა ქვეყანას გავუჩინოთ გადარჩენის შანსი! ყველა ხომ კარგად ვხედავთ, ქართული სახელმწიფო სულს ღაფავს…

ხელისუფლების წინდაუხედაობით და საზოგადოების არაერთსულოვნებით, ყოველდღიურად იპყრობს და იტაცებს ქართულ მიწებს მტრულად განწყობილი სხვადასხვა უცხო ტომი.

ჩვენ –
არ უნდა გავექცეთ პრობლემებს
არ უნდა დავნებდეთ
არ უნდა მივატოვოთ (სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ) ჩვენი სამშობლო გასაჭირში!

თითოეული თქვენგანის, როგორც პ ა რ ტ ნ ი ო რ ი ს, ჩართულობა, შრომა, ბრძოლა, გონება, შემართება და ენერგია სჭირდება პროექტს, “გეორგიას” 🇬🇪

მხარი დაუჭირეთ იდეას, საქმეს და არა რომელიმე პოლიტიკოსს ან პარტიას!

💥ჩვენ, უფროსებმა და ახაგაზრდებმა, ერთად უნდა გამოვჭედოთ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი მომავალი!

https://www.facebook.com/GARAUSA.ORG/videos/1712267365533843/?hc_ref=ARRECakR5I-HF-icnHBE3LeyLsPYHqGCVP2ijOA5vEaUs5ZcFoYdBcUPFlwLZPLapVI&fref=nf&__xts__[0]=68.AI%4058a92c0350438de5a7b03b27f69c1ee7&__tn__=kC-R