ოკუპანტებმა ქართულ მხარეს გატაცებული სასულიერო პირი გადასცეს

დღეს რუსი ოკუპანტების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტში, დვანი-მუგუთის მონაკვეთზე გატაცებული სასულიერო პირი ქართულ მხარეს უკვე გადაეცა. დირბის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა იოანე (ნიკოლოზ ოხანაშვილი) გორში დაახლოებით ნახევარ საათში იქნება.

სასულიერო პირის გატაცებამდე ოკუპანტებმა  სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიიდან მწყემსიც გაიტაცეს.