საქართველოში შესაძლოა ინტერნეტის ფასები შემცირდეს

საქართველოში ინტერნეტის ფასების შემცირებას არ გამორიცხავს ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა ყუბუსიძე.

როგორც მან რადიო „იმედის“ გადაცემა „ეკონომიქსში“ განცხადა, ტარიფებს ბაზარი ადგენს და ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა, თუმცა მას შემდეგ რაც მობილურ და ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის ტარიფი შემცირდება ეს ალბათ ინტერნეტის გაიაფებას გამოიწვევს აცხადებს ყუბუსიძე.

მისი თქმით, თუ რა მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები აქვს საქართველოს სატელეკომუნიკაციო სფეროში ამაზე დღეს თბილისში ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე ევროპულ დიალოგი – EuroDIG 2018 ის ფორმატში ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის სააგენტო NUMBEO-კვლევის თანახმად, მსოფლიოს 91 ქვეყნიდან საქართველო ინტერნეტის სიძვირით 71-ე ადგილზეა.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, კი 1-ლი ივლისიდან საქართველოში მობილურ და ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის ტარიფი შემცირდება.

შემცირების პირველი ეტაპი ერთ თვეში, ხოლო მეორე ეტაპი 2019 წლიდან დაიწყება. კერძოდ, მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის არსებული ტარიფი 3,5 თეთრი, ზარის წამოწყების დროს 2018 წლის პირველი ივლისიდან 2,16 თეთრამდე, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან 1,44 თეთრამდე შემცირდება.