“განცხადება რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან!”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას ზაზა სარალიძეს სოციალურ ქსელში პასუხობს.

ბატონო ზაზა კიდევ ერთხელ გიცხადებთ სამძიმარს თქვენ და ყველა დაზარალებულს. ეს განცხადება რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან! მე არც ერთ ეთერში და მათ შორისრუსთავი 2“-ის ეთერში სადაც თქვენც იყავით, არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება დამედანაშაულებინეთ რაიმეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას. „ნაციონალურ მოძრაობასრასაც ვეუბნები ეს თქვენ ნამდვილად არ გეხებათ! ძალიან უცნაურია იმ კომისაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს დაევროპული საქართველოს“, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპიზიციის წარმომადგენელია, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას. ეს უკვე მართლაც ბევრისმთქმელია ჩემთვის”, – აცხადებს ბესელია.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძემ განაცხადა- „საგამოძიებო კომისიაში ბესელიას გარდა ყველას ვენდობი“

იხ. ლინკი

https://www.gmtv.ge/41561-2/