პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრი უნდა გადადგეს

ტელეკომპანია „პირველში“ სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრი უნდა გადადგეს.

-„ჩემი პასუხი არის თანხმობა საზოგადოების იმ მოთხოვნაზე, რომ იუსტიციის მინისტრი უნდა გადადგეს. მან პასუხი უნდა აგოს არა მხოლოდ სარალიძის საქმეზე, არამედ ათობით გახმაურებულ საქმეზე“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.