“ადვოკატებო, ჟურნალისტებო, შემოგვიერთდით! დემოკრატია, მედიათავისუფლება საფრთხეშია!”

ნელი ვარდიაშვილი

EURONEWS.GE – ს რედაქტორი

-გაოცებულ-გაოგნებული ვარ! ჟურნალისტი პირდაპირი ეთერის დროს ამაცალეს, მთელი დღე მაძებნინეს, პოლიციის განყოფილებაში აყურყუტეს, დაკითხეს და ახლა აქეთ ედავებიან. ეს არის თქვენი მედიათავისუფლება?!

ჟურნალისტებო და ადვოკატებო, უფლებადამცველებო, ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა. 17 მაისს, EURONEWS.GE -ს პირდაპირ ეთერში მყავდა ჟურნალისტი ზაზა სვანაძე. ის ინტერვიუს იღებდა გია კორკოტაშვილისგან, არავითარ პროვოკაციას და უკანონობას ადგილი არ ჰქონია, რაც ჩანს ეთერშიც. უცებ, ვიღაცამ კორკოტაშვილს საუბარი შეაწყვეტინა და გაიყვანა ეთერიდან. მეორე პირმა კი ჟურნალისტს კამერაზე აუფარა ხელი. პირდაპირი ეთერი მოულოდნელად შეწყდა.

მთელი დღე ვეძებდი ჟურნალისტს. მივმართე შს სამინისტროს, მაგრამ, მის შესახებ ვერაფერი გავარკვიე, სანამ თავად ზაზა არ დამიკავშირდა საღამოს და არ მითხრა, რომ პოლიციაში ჰყავდათ წაყვანილი და დაკითხეს. მისი თქმით, ეკითხებდოდნენ ჩვენი სააგენტოს შესახებაც და ა.შ. ერთი შეცდომა დავუშვით, რომ არ ვუჩივლეთ შს სამინისტროს ჟურნალისტურ სამიანობაში ხელშეშლის გამო და აი, ახლა აქეთ ედავებიან ჟურნალისტს, თითქოს ის პოლიციას არ დაემორჩილა.

ისმის კითხვა, პირდაპირი ეთერის დროს ჟურნალისტი დააპატიმრეს, გაიტაცეს და რა უნდა გაეკეთებინა ზაზა სვანაძეს? ფაქტია, რომ წაიყვანეს და ისიც გაყვა. რაში მდგომარეობს დაუმორჩილებლობა ჟურნალისტის მხრიდან? წესით და რიგით, პოლიციელებმა უნდა იცოდნენ, რომ ჟურნალისტს ეთერი არ შეაწყვეტინონ და მის საქმიანობაში უხეშად არ ჩაყონ ცხვირი. რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ცხადია, დასჯადიც. ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას კანონისა და ჟურნალისტის უფლებების დასაცავად.

ადვოკატებო, კოლეგა ჟურნალისტებო, შემოგვიერთდით! დემოკრატია, მედიათავისუფლება საფრთხეშია! დღეს ჩვენ დაგვაპატიმრეს უკანონოდ, გაგვიტაცეს, ინტერვიუს დასრულება არ გვაცადეს და აქეთ გვიჩივიან, ხვალ თქვენ შეგეხებათ პოლიციური რეჟიმი და ასე, ცალ-ცალკე გაგვთელავენ! გადავარჩინოთ ჩვენი პროფესია, თორემ, როგორც ჩანს, საქმე ცუდად არის! უკანონობას საზღვარი აღარ აქვს!

ფეხით ჩავალ სტრასბურგში და ჩემი ჟურნალისტის მიმართ ჩადენილ უკანონობას არავის ვაპატიებ!
ვიცი, რომ ბევრი ადამიანი დამიდგება გვერდით! ვიცი, რომ სიმართლე ჩვენთანაა! ასე რომ არ იყოს, ჩემს ჟურნალისტს კი არა, შვილს არ დავიცავდი და ხმას არ ამოვიღებდი. ახლა კი არავის ვაპატიებ!
არ გამოგვიცხადებთ სოლიდარობას და ხვალ, უკანონოდ, ინტერვიუს ჩაწერის დროს თქვენ დაგიჭერენ, სტუდიაში შემოგივარდებიან და გაგიტაცებენ, აქციის გაშუქებას არ გაპატიებენ… !
ეს არ არის დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება! ეს სხვა რამეა, ხალხო!

გავერთიანდეთ! 22 ივნისს, 11 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან ვიკრიბებით და ჟურნალისტები, უფლებედამცველები, ადვოკატები ვეუბნებით ,,არა”-ს პოლიციურ რეჟიმს!
შს სამინისტროვ, მე რომ მომაწყობინებ აქციას, ძალიან უნდა დააშავო და თავზე დაიმხო! აფერუმ შენ!!!