„არ მიხარია, ოცნებამ თითქმის დაკარგა მორალური უპირატესობა ენმ-სთან მიმართებაში“

სოსო ვახტანგიშვილი

ეროვნული ფორუმის ლიდერი

-შვილმოკლული მამების მიმართ ჩადენილმა სისტემურმა დანაშაულმა და მარნეულში მომხდარმა შუასაუკუნებიის მსგავსმა ანგარიშსწორებამ, ოცნების პარტიას თითქმის დააკარგვინა მორალური უპირატესობა, რომელიც ჯერ კიდევ ქონდა ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში. კოალიციის დაშლიდან სულ რაღაც წელიწადნახევარში მარტოდ დარჩენილი ქართული ოცნება აღმოჩნდა პოლიტიკურ და მორალურ კრიზისში, რაც გულწრფელად მოგახსენებთ, რომ არ მიხარია!!

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აუცილებლად მიმაჩნია შეიქმნას ჯანსაღი პოლიტიკური ერთობა, რომელშიც გონიერი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები გაერთიანდებიან და აიღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, რათა ქვეყანა თანდათანობით გამოიყვანონ კრიზისიდან. ამ ახალმა პოლიტიკურმა ერთობამ ასევე უნდა უზრუნველყოს 2012 წელს გამარჯვების მომტანი ადამიანების მობილიზება, რომლებიც პარტია ქართულმა ოცნებამ რბილად ვიტყვი იმედგაცრუებული დატოვა.