„ერთი დღე ჯარში“

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადას ამჯერად, თბილისის კლასიკური გიმნაზიის 35-მდე მოსწავლე ესტუმრა. გაცნობითი ხასიათის ვიზიტისას ხელმძღვანელობამ მოსწავლეებს სამხედრო ბაზაზე არსებული უსაფრთხოების წესები და ბრიგადის ინფრასტრუქტურა გააცნო. ახალგაზრდებმა პირადად მოინახულეს სხვადასხვა სასწავლო უბანი, დაათვალიერეს სიმულაციური სწავლების ოთახები და სპეციალურად მათთვის მოწყობილ სამხედრო ტექნიკისა და შეარაღების გამოფენას დაესწრნენ.

ვიზიტის ფარგლებში პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს საშუალება მიეცათ საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს შეარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობასა და მიღებულ გამოცდილებაზე ინფორმაცია მოესმინათ. ლექციის ბოლოს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

პროექტის „ერთი დღე ჯარში“ მიზანი საზოგადოებისთვის სამხედრო თემებზე ინფორმაციის მიწოდება და ქვეყნის უსაფრთხოების, ნატო-საქართველოს ურთერთობებისა და შეიარაღებული ძალების საერთაშორისო მისიებში მონაწილების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.