“ვისაც კი ოდესმე მოწყალე ხელი გადავაფარეთ, ყველამ ჩვენ ლეშზე იარა!..”

ლევან შერმადინი საქართველოს პრემიერის აფხაზებისადმი გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

-თუ ბოლო საუკუნეს არ ჩავთვლით, ისტორიულად, აბსუებს არასოდეს უცხოვრიათ აფხაზეთის ტერიტორიაზე, არასოდეს უცხოვრიათ სამაჩაბლოში ალანებს და ჩვენ, ჩვენივე ხელით რატომ ვტენით იქ ამ ხალხს არ მესმის ?
ვისაც კი ოდესმე მოწყალე ხელი გადავაფარეთ ყველამ ჩვენ ლეშზე იარა, ეს ისტორიული მწარე გამოცდილებაა და ვალდებულები ვართ გვახსოვდეს-სეპარატისტებთან ნებისმიერი შეთავაზება უკან დახევას ნიშნავს! როგორც ჩვენი ერის ღირსება გურამ გაბესკირია იტყოდა: “Никогда в жизни!”

მიწა ჩვენია და მორჩა!

რა თანაცხოვრება რის თანაცხოვრება ?

დადგება დრო (თან აუცილებლად) როდესაც ჩვენ ვეტყვით ან დაეგდე და ეგდე ისე როგორც ჩვენ გვინდა ან არადა ,,მატუშკა” რასიაში წაეთრიე და იმათ მოგხედონ!

ნუ დაგავიწყდებათ, ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, სოფრომაძის, მიდელაშვილის, ოთხოზორიას და ათასობით მათნაირი გმირის დაღვრილი სისხლი ცას შეჰღაღადებს!
(მაპატიეთ გაბრაზებული ტონი )

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერმა აფხაზებს ეკონომიკის ერთად განვითარება და ღირსეულ სახელმწიფოში გვერდიგვერდ ცხოვრება შესთავაზა.

 საქართველოს მთავრობის ახალმა მეთაურმა მამუკა ბახტაძემ აფხაზებს ძმები უწოდა და განაცხადა, რომ ისინი უკეთესად იცხოვრებენ საქართველოში.

ეს კომენტარი პრემიერმა ზუგდიდში გააკეთა, რომელიც აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრიდან დაახლოებით 6 კილომეტრშია.

„სწორედ განვითარებული და ევროპული ყაიდის საქართველო არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა. მე დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება, ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, კონკრეტული ამოცანების მიღწევა და, რაც მთავარია, ის, რაც დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა. ეს არის ხასიათის სიმტკიცე და მდგრადობა იმ გამოწვევების მიმართ, რაც ჩვენ გვაქვს.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კულტურათა თავსებადობაზე ევროპასთან, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ეკონომიკა დავაწიოთ ამას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული ჩვენგანი შეძლებს თავისი თავის რეალიზაციას, სადაც ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს, რომ საქართველოში ყველას შეუძლია თავისი ნიჭის რეალიზაცია და ღირსეული ცხოვრება. სწორედ ღირსეული ცხოვრება უნდა იყოს ის მთავარი ორიენტირი, რომელიც ნებისმიერი მთავრობისთვის უნდა იყოს მთავარი ამოცანა” — განაცხადა ბახტაძემ, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სოხუმის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩაიშალა.