კლინიკა მედელიტი სამხატვრო სტუდია “არტ თაობის” მოსწავლეებს გამოფენაზე დააჯილდოვებს

საუნივერსიტეტო კლინიკა მედელიტის პროფესიონალ ენდოკრინოლოგთა გუნდის მიერ განებივრებული ბავშვები.

მოგეხსენებათ კლინიკა მედელიტი ხშირად უწყობს და ანებივრებს პატარებს და მოზარდებს კვალიფიციური სპეციალისტების უფასო კონსულტაციებითა და ენდოკრინული პათოლოგიების გამოვლენის პრევენციის მიზნით უფასო აქციებით.

ბავშვთა დღესთან დაკავშირებითაც კლინიკამ კონსულტაცია და კვლევა ჩაუტარა ბავშვებს! ამჯერად კლინიკა მედელიტის ექიმთა ჯგუფი დააჯილდოებს მხატვარ მაია კაკაბაძის სამხატვრო სტუდია “არტ თაობის” მოსწავლეებს, კერძოდ „მედელიტის“ მიერ გამოვლენილ 3 მოსწავლეს გადაეცემა უფასო ვაუჩერი, რომელიც მოიცავ ენდოკრინოლოგისა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიის სრულიად უფასო სერვისს, დანარჩენ 81 მოსწავლეს კი გადაცსემს 50 % -იანი ფასდაკლების ვაუჩერს (ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და ექოსკოპიური კვლევა).

კლინიკა მედელიტი მუდამ პატარების ჯანმრთელობის სამსახურში!

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო GMTV თავის ერთ რჩეულს დააჯილდოებს დიპლომით და 1 თვიანი უფასო სარეკლამო მომსახურებით , რომელიც მოიცავს ინტერვიუს, სიუჟეტს და გალერეას. ხოლო ჟიურის მიერ 2 რჩეულ შემოქმედს გადასცემს 30 % -იანი ფასდაკლების ვაუჩერს სარეკლამო მომსახურებაზე .

სტუდია „არტ თაობის“ მოსწავლეები უკვე 6 წელია სისტემატურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენა -კონკურსში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. 2014 წ.თურქეთში ქ. ალანიაში გამართულ ბავშვთა გამოფენა -კონკურსზე პირველი გრან პრი მოიპოვა სტუდიამ. „არტ თაობა“ ფავორიტია მრავალი გამოჩენილი მხატვრის .

2017 წელს “არტ თაობის” ოთხმა აღსაზრდელმა კორეელთა მიერ გამართულ ბავშვთა საერთაშორისო გამოფენა -კონკურსზე მოიპოვა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზები, აიღეს გრან პრი და ასახელეს საქართველო. 2018 წელს კი საპრიზო ადგილები უკვე სტუდიის შვიდმა მოსწავლემ დაიკავა.

არტ თაობა სისტემატურად მართავს შემაჯამებელ სემესტრულ ზამთრისა და ზაფხულის გამოფენებს, სადაც ყველა დაინტერესებულ და ხელოვნების მოყვარულ დიდს თუ პატარას შესაძლებლობა აქვს დაესწროს და ისიამოვნოს პატარების შემოქმედებით.

ამჯერად სტუდია არტ თაობის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა 19 ივნისს, 4 საათზე , ელენე ახვლედიანის სახ. ბავშვთა სურათების გალერეაში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მოსწავლეთა გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები.

ჟიურის წევრები გამოავლენენ მათ ფავორიტ შემოქმედებს და გადასცემენ დიპლომებს სხვადასხვა ნომინაციებში. ჟიურის წევრები არიან ცნობილი ხელოვნების ექსპერტები, მხატვრები, ჟურნალისტები. ყველას გაქვთ შესაძლებლობა დაათვალიეროთ და იმოგზაუროთ ბავშვების მიერ დანახული შეცნობილი თუ შეუცნობელი სამყაროს გარშემო.

გამოფენა გაგრძელდება 22 ივნისამდე