„ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ დღეებში კიდევ რამე გამიკვირდებოდა…”

დავით უსუფაშვილი

“შენების მოძრაობა”

-ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო. თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა ამ დღეებში ნამდვილად არ მეგონა. იმიტომ რომ საჭიროა სასწრაფოდ მთავრობას თუ დასახელებულ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ვინმემ კონსტიტუცია მიაწოდოს და კონსტიტუციას ჩახედონ. და ყველა, ვინც ამაზე საუბრობს, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ ეს ქვეყანა იმართება კონსტიტუციით. რას ნიშნავს ცოტა ხანი დავამატკიცებთ და მერე სხვა რაღაცას გავაკეთებთ და მერე კიდე დავამტკიცებთ…“

„ ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ დღეებში კიდევ რამე გამიკვირდებოდა… თუ ის კანონი არ მიიღეს, სტრუქტურულ ცვლილებებზე, ასე, ცოტა ჰაიჰარად დამტკიცებული მთავრობა უნდა დარჩეს სახელმწიფოს?“

„ამიტომ ერთადერთი იმედი ახლა პარლამენტზეა, იქნებ პარლამენტში მაინც ეყოს ვინმეს ცოდნაც, სახელმწიფოებრივი აზროვნებაც,მიდგომაც და ახალ პრემიერს თუ პრემიერობის კანდიდატს განუმარტოს, რა საქმეს კიდებს ხელს,რა ჩარჩოებში უნდა ჩასვას თავისი თავიც და მთავრობაც და რა შემთხვევაში შეძლებს ქვეყნის ასე თუ ისე გაძღოლას“.

https://www.facebook.com/DavidUsupashviliOfficial/videos/1903378133040536/?fref=gs&dti=180798508790706&hc_location=group