ბრეგაძე, ჩაჩუა, მოროშკინა – რატომ დატოვეს მეჭიაურის პარტია და ვინ ჩაანაცვლა ისინი…

ამ წუთებში geomediatv-სთვის ცნობილი გახდა, რომ შედგა ახალი პოლიტიკური გაერთიანება, კერძოდ გაერთიანდნენ თამაზ მეჭიაურის, ზვიად ჩიტიშვილის და ლევან მამალაძის პარტიები. სწორედ ამიტომ სულ ახლახანს შექმნილი საარჩევნო ბლოკიერთიანი საქართველოსთვის  სანდრო ბრეგაძემ, ლევან ჩაჩუამ და ლალი მოროშკინამ დატოვეს.

   როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მალე საზოგადოება კიდევ ბევრ სკანდალურ ინფორმაციას გაიგებს.

   ბლოკის შექმნისას თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ საარჩევნო ბლოკის კარი სხვა სუბიექტებისთვისაც ღიაა, რომლებიც ერთი იდეის ირგვლივ გართიანდებიან. ღია კარში ერთნი შევიდნენ და მეორენი გამოვიდნენ!..

კომენტარის დატოვება