თბილისის რომელ უბნებში გამოჩდნენ შხამიანი გველები

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის დასაწყისიდან 20 ივნისის ჩათვლით, თბილისში 244 ქვეწარმავალი დაიჭირეს. ამის შესახებ imedinews-ს სააგენტოში უთხრეს.

სააგენტოს ცნობით, 2017 წელს უწყების თანამშრომლებმა თბილისის სხვადასხვა უბანში 438 ქვეწარმავალი დაიჭირეს. ამასთან, ქვეწარმავლების გამოჩენის პიკი მაისში, ივნისსა და ივლისშია.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგ შოთა ზანდუკელის თქმით, შხამიანი გველები გვხვდება ძირითადად, ორთაჭალაში, კრწანისში, ფონიჭალაში, აფრიკისა და აეროპორტის ტერიტორიებზე.

რაც შეეხება დედაქალაქში გიურზების მომრავლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ცხოველთა მონიტორიგნის სააგენტოში ამბობენ, რომ გიურზის დაჭერის წელს მხოლოდ 1 შემთხვევა იყო.