ანგარიშსწორება და დიდი გარჩევები კრიმინალურ სამყაროში – რა გვითხრა წყარომ…

სააგენტოსგან:

კრიმინალური სამყარო ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომ დიდხანს ვფიქრობდით დაგვეწერა თუ არა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ბოლოს გადავწყვიტეთ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებია ის ინფორმაცია, რაც გავიგეთ, დაე, თავად მკითხველმა გააკეთოს დასკვნა. ჩვენ კი ვიტყვით კიდევ ერთხელ- კრიმინალური სამყაროც და ავტორიტეტებიც  ჩვენთვის მიუღებელია.

რუსული მედიის ცნობით, ქურდულ სამყაროში მასშტაბური წმენდა დაიწყო, საკუთარ რიგებში კანონიერი ქურდების გარჩევის შედეგად ქურდის ტიტული სამ კრიმინალურ ავტორიტეტს ჩამოართვეს.

რუსული წყარო:

http://www.primecrime.ru/?search=Goradze

როგორც წყარო ამბობს, ტიტულჩამორთმეულ ქურდებს შორის არის 36 წლის მინდია გორაძე იგივე „ლავასოღლი ბათუმსკი“.

ამ ამბავს საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა საზოგადოებაში, თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ რეაქცია არაერთგვაროვანია.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მინდია გორაძეზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება და „ეს ყველაფერი მისი ავტორიტეტის შელახვისთვის არის მოწყობილი“.

-გავრცელებული ინფორმაცია არ არის მართალი, რეალურად აი რა ხდება-მოსკოვში ცხოვრობს ავტორიტეტი ასლან ქობულაძე, რომელსაც მინდია გორაძე ღიად ეუბნება, რომ არ ხარო ავტორიტეტი, რამაც მისი საკმაო გაბრაზება გამოიწვია, ის რუსული გამოცემაც დიდი ალბათობით ქობულაძის გავლენის თუ კონტროლის ქვეშაა და ამიტომაც გაავრცელა ეს ინფორმაცია. ხომ მიმიხვდით-რეალურად ქობულაძის ავტორიტეტი ეცემა, გორაძის ავტორიტეტი კი უფრო იზრდებოდა და ასე მედიის გამოყენებით და ცრუ ინფორმაციით ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ სიცრუეში. ასე რომ ქართულ მედიასაც ვურჩევთ გადაამოწმონ ინფორმაცია და ისე გააშუქონ. ასე რომ მინდია გორაძეს ტიტული არ დაუკარგავს, პირიქით, მისი ავტორიტეტი იზრდება”

ინფოპოსტალიონი კი წერს:

https://www.infopostalioni.com/2018/06/14/%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%A1/

გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარ რიგებში კანონიერი ქურდები გარედან ჩარევის გარეშე აწარმოებენ წმენდას. კერძოდ, ცოტა ხნის წინ ტიტული ჩამოართვეს 25 წლის რევაზ უბილავას (რეზიკო ჯვარსკი). ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კანონიერი ქურდი იყო, რომელიც 21 წლის ასაკში აკურთხეს. მას ტიტული 44 წლის კობა ახვლედიანმა (კობა სუხუმსკი) ჩამოართვა.

ტიტულები დაკარგეს 36 წლის მინდია გორაძემ (ლავასოღლი ბათუმსკი) და 38 წლის ლექსო ლოგუამ(ლექსო გალსკი).

ამ თემაზე წერს  digest.pia.ge-ც.

ყველაზე ახალგაზრდა ქურდს სცემეს და წოდება ჩამოართვეს

იხ.

https://post/208982-yvelaze-axalgazrda-qurds-scemes-da-wodeba-camoartves