სოხუმისა და მოსკოვის ურთიერთობა აშშ-ს „კურთხევას“ არ საჭიროებს

  ჯო ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონი საუბარში მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის ქმედება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე. მისი თქმით აშშ მთლიანად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი კვირიკაშვილისა და ბაიდენის საუბარს ეხმიანება და ოფიციალურ საიტზე წერს, რომ სოხუმისა და მოსკოვის ურთიერთობა აშშ-ს მხარდაჭერას ან „კურთხევას“ არ საჭიროებს.

კომენტარის დატოვება