ფერეიდნელების სწავლების პროექტს „პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი” აფინანსებს

ფერეიდნელი ქართველები უკვე საქართველოში არიან. როგორც პროექტის ავტორი ზვიად ტომარაძე ამბობს, „მოსწავლეებმა“ სწავლა დღეს დაიწყეს.

ეს არის  მეორე პროექტი “ქართველი ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელი ქართველებისთვის”.  1 თვის მანძილზე 12 ფერეიდნელს შევასწავლით ქართულ ენას, ხალხურ სიმღერებს, ექსკურსიების მეშვეობით დავათვალიერებინებთ ისტორიულ ძეგლებს.

პროექტს აფინანსებს “საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი”-აცხადებს ტომარაძე.

კომენტარის დატოვება