“ასე იცის, როდესაც ქვეყანა უცოდინარ თაღლითებს უვარდებათ ხელში სამართავად…”

რომან გოცირიძის განცხადებას:

-უგუნურობასაც თავისი საზღვარი აქვს-პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა და რომელსაც ეროვნული ბანკიც უჭერს მხარს ( გაბედოს და არ დაუჭიროს). ამ კანონით, გარდა ბევრი სხვა რამისა, იკრძალება მოქალაქის მიერ სესხის გაცემა გარანტიით. გაოცდით არა? პირიქით რომ იყოს, უფრო ლოგიკური იქნებოდა ხომ-ნუ ასესხებ ვინმეს ფულს, თუ რაიმე არ ჩადო გირაოში, რადგან შეიძლება დაკარგო. აქ პირიქითაა-ფული უნდა გაასესხო მხოლად ნდობაზე. თუ არ დაგიბრუნა, შენი ბრალია, რას აძლევდი?
ამ ინიციატივის მთელი შინაარსი იმაშია, რომ უნდათ მევახშეობის მოსპობა. თუ ვერ ჩადებ გირაოში მიწას, ბინას, კომერციულ ფართს, ავტოფარეხს ან საქათმეს( იკრძალება ამ კანონით), ფულს არც გასესხებენ და ვერც ქონებას დაკარგავ. ზრუნავენ უგუნურ ხალხზე და ებრძვიან ჭარბვალიანობას.
ამ გადაწყვეტილებით ასეულ ათასობით ადამინს ეზღუდება ქონების განკარგვა( რაც არაკონსტიტუციურია) და ფინანსურ რესურსებზე წვდომა. ეს პრობლემებს უქმნის იმათაც, რომელთათვისაც ფულის გასესხება არ არის მოგების მიღების მიზანი. მაგალითად, ნაცვლად ქირავნობისა, ადამიანი გირავნობით იღებს ბინას და ცხოვრობს იქ, სანაცვლოდ კი აძლევს ბინის მესაკუთრეს დროებით ფულს. ან მაგალითად, სურვილი გაქვს ვინეს ხელი გაუმართო, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, სამართლებრივად უნდა იყო დარწმუნებული, რომ ფულს არ დაკარგავ.
ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება უამრავი ჩახლართული სქემების აწყობა, ფულის რისკიანად გაცემა, მის დასაბრუნებლად, ნაცვლად სახელმწიფო აღსრულების სისტემისა, კრიმინალური სისტემის გამოყენება. მოკლედ, ბნელი და საშიში ოთხმოცდაათიანი წლების ტრადიციების აღდგენა.
მევახშეობა, მაკლერობა და ლომბარდები საბჭოთა არასაბაზრო სისტემამაც კი ვერ მოსპო. რასაც მთავრობა აკეთებს, არის შედეგთან ბრძოლა და არა მიზეზთან. მიზეზი კი სიღარიბე და განუვითარებელი ფინანსური ბაზარია.
ამ ინიციატივებში სახიფათო ისიცაა, რომ მათი ავტორები ისეთი ადამიანები არიან, რომელთა ცოდნა, გამოცდილება და მოვლენების კომპლექსურად აღქმის უნარი უკიდურესად დაბალია.
რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს-ისინი მართლა ხალხზე კი არ ზრუნავენ, არამედ განსაცდლში ჩავარდნილი ასეულ ათასობით ადამიანის გრძნობებზე თამაშობენ და მათ გულის მოსაგებად პოპულისტურ გადაწყვეტილებებს იღებენ. მათ ამით არაფერი ეშველებათ, კანონს უკუქმედების ძალა არა აქვს, სხვებს კი სამომავლოდ ვერც დააზღვევენ, პირიქით, ცხოვრებას გაურთულებენ და გაუძვირებენ” – საზოგადოება “ივერიას” წევრი, ეკონომიკის ექსპერტი დავით ნებიერიძე ეხმაურება და ამბობს:

-“ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. მთლიანად ანგრევენ ქვეყნის ფინანსურ სისტემას და აბსოლუტურად არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც მოქალაქეებს გვიზღუდავს ფუძემდებლურ უფლებებს. ბატონი რომანი პირდაპირ ამხელს ქოცებს წარმოუდგენელ მავნებლობაში და სახელმწიფოებრივი ხედვების არ ქონაში. აი ასე იცის, როდესაც ქვეყანა უცოდინარ თაღლითებს უვარდებათ ხელში სამართავად. გარდა ამისა, ამ კანონებით ცალსახად ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. თუ ეს თაღლითური ვაკხანალია დროზე არ დავასრულეთ, ერთ წელიწადში 90-იანების საქართველოს მივიღებთ!”