რატომ გადაიფიქრეს ევროვიზიის იერუსალიმში ჩატარება

სამინისტროში განმარტავენ, რომ ადგილი, რომელიც „ევროვიზიის“ ორგანიზატორთა ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, მხოლოდ თელ-ავივშია.

ისრაელის კულტურის და სპორტის მინისტრი მირი რეგევი იმუქრება, რომ თუ კონკურსი იერუსალიმში არ ჩატარდება, მაშინ მის ჩატარებაზე საერთოდ უარს იტყვიან. ამის შესახებ Israel National News-ი წერს.

იერუსალიმში ღონისძიბის გამართვას ეწინააღმდეგება ევროპის მაუწყებელთა კავშირიც. აქ აცხადებენ, რომ კონკურსის ჩასატარებლად აუცილებელია ადგილი, რომელიც კონფლიქტების და პროტესტების პროვოცირებას არ გამოიწვევს. 24 მაისს კავშირმა ფანებს ისრაელში ჩასატარებელ კონკურსზე ბილეთების შეძენისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ტრადიციულად, „ევროვიზია“ იმ ქვეყანაში იმართება, რომლის წარმომადგენელმაც წინა წლის კონკურსში გაიმარჯვა, თუმცა ისრაელი და პალესტინა ამ დრომდე ებრძვიან ერთმანეთს ისრაელისთვის.

ევროვიზია 2018-ის გამარჯვებული 13 მაისს ისრაელის წარმომადგენელი Netta გახდა სიმღერით TOY.