ბედუკაძე და ხაჩიშვილი პარტია „სტალინელით“ აგრძელებენ საარჩევნო მარათონს

პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ ლიდერი ლადო ბედუკაძე  სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

-„ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილებით არ იფიქროთ გავგიჟდი (თუმცა შეურაცხადები სხვადსხვა პარტიებში მრავლადაა) ან პარლამენტში მოხვედრა იყო ოდესმე ჩემი ოცნება.
ჩემი ოცნება (განსხვავებით მეოცნებეებისგან) გაერთიანებული საქართველოა, სადაც ქართველები, აფხაზები, ოსები, სომხები, რუსები და სხვადასხვა ერის წამომადგენლები კვლავ ერთად, სიყვარულით, ღიმილით , სითბოთი , ურთიერთპატივისცემით იცხოვრებენ და ერთიან სახელმწიფოს შექმნიან, რომელსაც საქართველო ერქმევა.
თუ დღეს ვერ გავუსწორებთ თვალს რეალობას და კვლავ ოცნებაში დავრჩებით, მომავალი 4 წლით დავაკანონებთ იმ რეალობას რაც დღეს გავქვს- უმუშევრობა, ეკონომიური სიდუხჭირე, მიგრაციის დიდი სალდო, ხელისუფლების უგუნურობის გამო ოკუპირებული ტერიტორიები და ა.შ.
ჩემგან ვერც ჭეშმარიტი კომუნისტი დადგება და ვერც ნანატრ კომუნიზმს შევპირდები ვინმეს, თუმცა მადლობა ამ პარტიის ხელმძღვანელს,გამბედავ ადამიანს ივანე წიკლაურს , ვინც მოგვცა საშუალება ჩავრთულიყავით საარჩევნო მარათონში.
იმედია, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და არ დაუწყებს პარტია “სტალინელს” დევნას და მოგვცემა საშუალება დემოკრატიულ საარჩევნო გარემოში ვაწარმოოთ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია.
ჩვენი პროგრამა,ჩვენი დაპირებები კვლავ ძალაშია. ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც კოაბიტირებს ნეოფაშისტების პარტიასთან, ჩვენ ვთანამშრომლობთ პარტიასთან ვინც ფაშიზმი დაამარცხა მსოფლიოში.
ექილიკეთ “გირჩს” და “ბანს”!“

 

 

კომენტარის დატოვება