ქუთაისში ერთ-ერთი საბავშვო ცენტრის თანამშრომლებს შშმ ბავშვის ცემაში ადანაშაულებენ

ქუთაისის ერთ-ერთი საბავშვო ცენტრის თანამშრომლებს შშმ ბავშვის ცემაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

7 წლის ბიჭი ცენტრიდან სახლში სახეზე დაზიანებებით დაბრუნდა. მშობლები ეჭვობენ, რომ დღის ცენტრის აღსაზრდელს პედაგოგმა სცემა.

ფაქტთან დაკავშირებით ოჯახი პოლიციას და სახალხო დამცველს მიმართავს.

მათი განცხადებით, ბავშვს ცხვირსა და თვალზე სილურჯეები აღენიშნება.