ვინ მოხვდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში, ყველა პიროვნება ცნობილია…

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირი მოხვდა. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. სია დროებითმა მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე უკვე დაამტკიცა. სია ახლა პარლამენტში უნდა გადაიგზავნოს.

წარმოდგიდგენთ ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიას, რომლებიც მხილებულნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღდეგ ჩადენილ, მხოლოდ რეზოლუციაში მითითებულ დანაშაულებში. კერძოდ, მკვლელობა, გატაცება, წამება და არაჰუმანური მოპყრობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ამ დანაშაულთა დაფარვა.

  1. დავით გურწიევი
  2. ალიკ ტაბოევი
  3. რაშიდ კანჯი – ოღლი
  4. სლავიკ ბადია
  5. რაულ კორტავა
  6. ზაურ ჭითანავა
  7. ციბრონა (ეკა) ახალაია
  8. ოთარ ტურნანბა
  9. ალიკა წაბრია
  10. რუსლან ჯოპუა
  11. როზა მირცხულავა
  12. დიმიტრ არშბა
  13. ვლადიმერ გუნია
  14. ალხაზ მირცხულავა
  15. გია ტუჟბა
  16. გენრიხ ჭანბა
  17. ვლადიმერ ანუა
  18. ზაურ ცეცხლაძე, იგივე მიხეილ თარბა
  19. გენადი აშხაცავა
  20. გელა ვანაჩა
  21. ოთარ ფალავანძია
  22. ოლეგ პაპასკირი
  23. აფრიკან ბგანბა
  24. ვახტანგ უბირია
  25. ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი
  26. შურიკ კოკოსკერია
  27. ლევ ბიჩენოვი
  28. გია თუაევი
  29. ფისო ვაზაგოვი
  30. თამაზ ბესტაევი
  31. რამჩიკ ფუხაევი
  32. არკადი ძერანოვი
  33. ზურაბ დუდაევი

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის თითქოს სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ნაწამები ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს.

გიგა ოთხოზორია ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში 2016 წლის 19 მაისს მოკლეს.სასამართლომ მისი მკვლელი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.