“პრემიერს აქვს მიზანი და ჰგონია ეს ცვლილება სასიკეთო ცვლილებებს გამოიწვევს”

პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილ სტრუქტურულ ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ეხმიანება და ამბობს, რომ არ მოსწონს კულტურის სამინისტროს გაუქმება და ასეთი სახით წარდგენლ ცვლილებებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

-როგორც ჩანს, პრემიერს აქვს მიზანი და იცის ეტყობა და ჰგონია, ყოველ შემთხვევაში, რომ ეს სასიკეთო ცვლილებებს გამოიწვევს. თეორიულად ლამაზად ჩანს, ძალიან ჯანსაღი სხეული, ჯანსაღი სული, შემოქმედება და ჭკვიანი თავი, მაგრამ ერთობაში ეს, ვერ ვარ მომართული იქითკენ, რომ ეს პასუხისმგებლობა გავიზიარო. სახელოვნებო რაც არის, რაც ითხზვება, ეს ხელოვნების დარგები, რაც გვაქვს, ქართული კინო, ქართული თეატრი, მუსიკა, ქორეოგრაფია, ხელოვნების დეპარტამენტად მაინც უნდა გამოყოფილიყო და ცალკე დაქვემდებარებოდა პრემიერს და ამ წინადადებით მივმართე კიდეც მაშინ და ჩაინიშნა და ვიფიქრებო და როგორც ჩანს, ამ ეტაპისთვის ჩაითვალა საჭიროდ ასე,“ – განაცხადა ქანთარიამ.