როცა მშობლები შვილებს სიკეთის კეთებას ასწავლიან და მაგალითს აძლევენ

სიკეთის კეთება ეს დიდი საქმეა, მითუმეტეს რომ ამას ბავშვები აკეთებენ ბავშვებისთვის. აუღელვებლად ვერც დავწერთ და ვერც წაიკითხავთ იმას, რაც 35-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა გააკეთეს.

მოდით, დავიწყოთ თავიდან. გადაცემაში „ახალი კვირა“ სიუჟეტი იყო მიუსაფარ ბავშვებზე, თურმე ეს გადაცემა ნახეს მშობლებმა და გადაწყვიტეს სიკეთისთვის გაერთიანება, თქვეს და გააკეთეს კიდეც. შეაგროვეს საკვები, ტანსაცმელი, სათამაშოები და თავიანთ პატარებთან ერთად ესტუმრნენ ამ ბავშვებს.

აი როგორი ემოციით წერს ბაღის დირექცია:

არ ვიცი რითი დავიწყო, როგორ გადმოგცეთ დღევანდელი ემოცია.
ჯგუფი “ვარსკვლავების” აღსაზრდელთა მშობლების ინიციატივით, დღეს ივერთუბნის დედათა მონასტერთან არსებულ საოჯახო ტიპის სახლს ვეწვიეთ და დიდი ენერგია და პოზიტივი წამოვიღეთ იქიდან, “პატარები პატარებისთვი” ამ დევიზითა თუ ლოზუნგით დღეს შევძელით მცირედით მაინც გაგვეხარებინა ეს არა არაჩვეულებრივი ადამიანები.
ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მშობელს, პედაგოგს ქ.ნ. ნანა ჯორბენაძეს, ასევე ამერიკული სათამაშოების მაღაზია “პილთონს” რომლიც დაგვეხმარა დღევანდელი დღის გალამაზებაში.
ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ 35-ე ბაგა-ბაღში არის სამყარო სადაც სიხარულია და სამყარო სადაც სხვის სიხარულზე ზრუნავენ.
ბედნიერები ვართ,რომ ჩვენმა პატარებმა იციან როგორ უნდა უყვარდეთ და ზრუნავდნენ თანატოლებზე, ჩვენ ღირსეულ, კეთილ და მეგობრულ თაობას ვზრდით.
დღევანდელი დღე შეიძლება ითქვას რომ ნაყოფიერია!“

R

ჩვენ რამდენიმე მშობელს გავესაუბრეთ, დღესაც გამოყოლილი აქვთ ის ემოცია და დღესაც აღფრთოვანებულები არიან ერთიანობის ძალის და შედეგის კიდევ ერთხელ ნახვით.

-უფლის მადლით ბავშვებს არ შიათ, საჭმელებისკენ არც კი გაუხედავთ, სათამაშოებზე გაგიჟდნენ, ძალიან საყვარელი ბავშვები არიან, თბილები“-გვითხრეს მშობლებმა.

კარგა როცა მშობლები შვილებს სიკეთის კეთებას ასწავლიან და თან მაგალითს აჩვენებენ.

გაიხსენეთ რა გვითხრა ილია ჭავჭავაძემ:

კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, –
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?”