აფხაზეთის ომის არც თუ ისე შორეულ ლანდებს დავით ახრახაძე იხსენებს

1992 წლის 2 ივლისი. დილის 5.00 საათი. დაბა ტამიში… ტამიშის სისხლიანი ბრძოლა და იქვე დარჩენილი ათობით ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე…დიდება მათ სახელებს!

ვიცით რა ძნელია აფხაზეთის ომის მონაწილეთათვის იმ წლების გახსენება, მაგრამ მაინც ვთხოვეთ აფხაზეთის ომის ვეტერანს დავით ახრახაძეს ერთი პატარა ისტორია მაინც გაეხსენებინა არც თუ ისე შორეული წარსულიდან. დიახ, ეს ის დავით ახრახაძეა 22 წლის საკუთარი სურვილით რომ წავიდა ომში…სწორედ ის, სოფელ მერკულაში ბრძოლისას ცალი ფეხი რომ დაკარგა და ­ორთვიანი მკურნალობის შემდეგ ოჩამჩირეში თანამებრძოლებს შეუერთდა.აი, ასე განაგრძო ბრძოლა და ომის დასრულებამდე ხელიდან არ გაუშვია იარაღი…დავით  ახრახაძე, რომლისთვისაც ვეტერანობაზე მაღალი ჩინი არ არსებობს, ალბათ სწორედ ამიტომ დღესაც ამ საქმეს ემსახურება, ის ამჟამად ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის იმერეთის სამმართველოს­ უფროსის მოადგილეა. აი, რა ისტორია გვიამბო დავითმა.

-„92 წელია… მე და ერთი მივდივართ ქუთაისიდან სოხუმში… 2 მეშოკი პურის ფქვილი მიგვაქვს…. ცაგერაში დაგვაღამდა, ყურაშვილის ოჯახში ღამე გავათიეთ და მეორე დღეს გადავწყვიტეთ სოხუმისკენ გზის გაგრძელება…. ახალი აფეთქებულია ტამიშის ხიდი და ჯერ გვერდზე ასაქცევი გზაც არ იყო გაკეთებული…. მთელი დღე ველოდეთ რომელიმე მანქანა ეგებ გადასულიყო, მაგრამ არავინ რისკავს… უკვე საღამოვდება და ბედად სასწრაფო დახმარების მანქანა გამოჩნდა თბილისად მომავალი, როგორც გითხარით, ორნი ვართ , ავტომატი მე მაქვს მხოლოდ და ….. სასწრაფოს ვთხოვეთ სოხუმისკენ ხომ არ გაგვიყოლებ-თქო, მაშინვე სიხარულით დამთანხმდნენ… მაინც იმედი ვიყავით, უკვე ღამდებოდა…. მივადექით ტამიშის ხიდს და აფეთქებულ ხიდზე დავიწყეთ ჩასვლა , თან სასწრაფოს  მანქანას ხელით ვიჭერთ , ჩვენ ორნი და ორიც მედპერსონალი… ჩავიყვანეთ მანქანა, ვიღაცას რკინიგზის შპალები გაულაგებია, რომ აფეთქებული ხიდის მეორე ნაწილამდე წყალზე გადასულიყო მანქანა….. ოთხმა ისევ მივაწექით და  როგორც იქნაა ავიყვანეთ სასწრაფოს მანქაანა…. ის-ისაა  უნდა ჩავჯდეთ და ვხედავთ ოჩამჩირის მხრიდან ყვითელი პაზიკი ავტობუსი მოადგა ხიდს და  გადმოვიდა…. მაგრამ საიდან და როგორ იყო ჩაპრესილი ამდენი ხალხი არ ვიცი… არამგონია 80 ადამიანზე ნაკლები ყოფილიყო . ვხედავთ რომ ხალხი ფეხით გადმოდის ხიდზე და ვფიქრობთ რომ ალბათ ავტობუსსაც გადმოიყვანენ შემდეგთქო , უკვე ჩავჯექით ჩვენ სასწრაფოს “რაფში” და რამდენიმე ადამიანი მოვიდა.. გვთხოვა ჩვენ თუ შეიძლება სოხუმამდე რომ გაგვიყვანოთო.. დავეთანხმეთ მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ იმდენი ჩაჯდა ამ სასწრაფოში, რომ მე და ჩემი მეგზური, ვისი იმედიც ჰქონდათ ექიმებს, დაგვტოვეს(ჩვენს  პურის ფქვილებზე მოკალათდნენ გემრიელად) სასწრაფოს მძღოლმა გაბრაზებულმა უსაყვედურა ხალხს, ამათი იმედით მივდივარ და ეგენი გარეთ როგორ დატოვეთო…..

აქ ახლა უკვე კითხვა გაგვიჩნდა, თუ სადაა ეს ავტობუსი და ვხედავთ ავტობუსი აბრუნებს და წასვლას აპირებს უკაან, 80- მდე კაცს აქ ტოვებს  მძღოლი, ღვთის ანაბარად, ტამიშზე სადაც დივერსიული ჯგუფები დაეხეტებიან  და ხალხმა ფეხით რამდენიმე ათეულ კილომეტრზე ბავშვებით და ქალებით ღამით უნდა იარონ თურმე…. მაშინვე გაგვიელვა თავში, რომ მოქმედება იყო საჭირო და მძღოლს დავუძახეთ, გააჩერე მანქანათქო… მივედით და ვეკითხებით- რას შვები ძმა?? ამ ხალხს აქ როგორ ტოვებ-თქო….. პასუხი იყო წარმოუდგენლად საშინელი… მეშინიაო!!!!!!!!!!!!… 2 წუთი მივეცით დრო, რომ ხიდის იქით გადაფრენილიყო ავტობუსიანად! ცოტა ავტომატის „ზატვორის“ ხმაც გავაგონეთ თუ არა და ფეხით გაგიშვებთქო ვუთხარით, თან ავტობუსს დაემშვიდობები-თქო , ამ ხალხს ჩვენ ჩავიყვანთ სოხუმამდეთქო…… იმოქმედა ჩვენმა შეკრულმა წარბებმა და ავტობუსი ელვის სისწრაფით გადაიყვანა კინდღის მხარეს…..

არასდროს დამავიწყდება წუთები,  როცა ყველამ გადაგვკოცნა …. კიდევ მობრუნდა ეს რამდენიმე ათეული კაცი და ქალი და ხელახლა გვკოცნეს…… შემდეგ კი იმ სასწრაფოს ექთანმა საიდუმლოდ გვითხრა, თურმე ექიმის დედა მოუკლავთ სოხუმში და თბილისიდან ვითომ მივლინებაში გაუშვეს ეს ექიმი, რომ დედამისი დაეკრძალა….. არ იცოდა შვილმა  დედა  გარდაცვლილი რომ ჰყავდა!..“

13579015_1632631687051148_221835252_nshuaaa

 

 

 

კომენტარის დატოვება