ქუთაისის მერია სარესტორნო მომსახურებისთვის 9 ათას ლარიან ტენდერს აცხადებს

დავით ცხვარაძე

ქუთაისის მერია სარესტორნო მომსახურებისთვის 9 ათას ლარიან ტენდერს აცხადებს. მაშინ როდესაც ქუთაისის სამარშუტო ტაქსებში მოქალაქებს სული ეხუთებათ, არ არსებობს კონდენცირების სისტემა და მძღოლებმა ალტერნატიულ გზასაც მიაკვლიეს_ ისინი ქალაქის, თუ გარე უბნის ქუჩებში ღია კარებებით გადაადგილდებიან, ქუთაისის ყველა სამარშუტო ტაქსში ერთი სიტუაცია, ყველგან  ისმის „ვიხრჩვებით“!

სამარშუტო ტაქსებით მოძრავი მოქალაქები ქუთაისის მერიას დახმარებას სთხოვენ NAT180009772 ტენდერის პირობების მიხედვით, „მიმწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტუმრებისათვის, მენიუ #1-ს შესაბამისად 250(ორას ორმოცდაათი) პერსონაზე, მენიუ #2-ს შესაბამისად 300 (სამასი) პერსონაზე კვებითი მომსახურების გაწევა ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. სატენდერო წინადადებების მიღება 4 ივლისიდან დაიწყება და 6 ივლისის ჩათვლით გასტანს. ამ დრომდე ქუთაისის მერია სარესტორნე მომსახურებისათვის ერთ პირთან ხელშეკრულებების გაფორმებას ამჯობინებდა.

საგენტო newpress.ge _ ცატარებული გამოძიების შედეგად დგინდება რომ, 2018 წლიდან 8 ივნისის ჩათვლით ქუთაისის მერიის მიერ სარესტორნე და სასტუმროს მომსახურებისათვის გაფორმებულმა ხელშეკრულებებმა, 97 800 ლარი შეადგენა. ქუთაისის მერია სარესტორნე და სასტუმროს მომსახურებისათვის 97 800 ლარს იხდის.