ცვლილება ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგში

შეფასებისა და გამოცდების ეროვბული ცენტრი განცხადებას ავრცელებს:

აბიტურიენტთა საყურადღებოდ – ცვლილება ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგში

უახლოეს დღეებში (2 და 3 ივლისს) მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი: ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება შესაბამისად 4 და 5 ივლისს, დილით.