„თუ ამხელა შედეგებს მიაღწია მთავრობამ, მაშინ რატომ დაითხოვეთ ზუსტად ეკონომიკურ სეგმენტში წარუმატებლობის მოტივით?“

ეკონომიკის ექსპერტი დავით ნებიერიძე პრემიერის, მამუკა ბახტაძის პრიფინგს ეხმიანება და პრემიერს სიცრუეში ადანაშაულებს.

-თავიდანვე ამოუწურავი სიბინძურის წყაროდ დაიმკვიდრა თავი მამუკა ბახტაძემ. დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ თავში მაშინვე ფრიად ტრაგიკული ალეგორია ამომიტივტივდა:
ჭორვილელმა ოსტაპ ბენდერმა პრემიერად ობერ ქოცი კისა ვორობიანინოვი მოგვივლინა.

სულ უფრო ბნელდება საქართველოში!

ყველაზე მეტად ქოცი კისა ვორობიანინოვის ბრიფინგში მისი ურთიერთ წინააღმდეგობრივი გზავნილებია:

მაისის თვეში საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 7,5% ი შეადგინა და ეს მთავრობის შესანიშნავი მუშაობის და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი და დამსახურებააო.

თუ ამხელა შედეგებს მიაღწია მთავრობამ, მაშინ რატომ დაითხოვა ჭორვილელმა ესოდენ წარმატებული მთავრობა და თანაც ზუსტად ეკონომიკურ სეგმენტში წარუმატებლობის მოტივით.

მაისში შენ არ იყავი პრემიერი და საერთოდ არავინ გიცნობდა. რატომ მიიწერ და ტრაბახობ პანჩურით გაგდებული კვირიკაშვილის მიღწევებით?

სინამდვილეში 7,5%-იანი ზრდა ასევე თაღლითობის შედეგია და მერწმუნეთ, რომ ხელისუფლების შეცვლისთანავე სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დაუყოვნებლივ ციხეში წავა. ამ დანაშაულის დამკვეთი ხომ მითუმეტეს.

თაღლითი ხარ, მამუკა!-წერს ნებიერიძე.

პრემიერის ბრიფინგი

იხ.

https://www.gmtv.ge/42818-2/