მოსამართლემ შსს-ს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ახალკაცის პროცესი გაგრძელდება ოთხშაბათს

მომდევნო სასამართლო გაიმართება ოთხშაბათს 17:50 წუთზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში უფლებადამცველ ალაქსანდრე ახალკაცის საქმეზე პროცესი დასრულდა. მოსამართლემ შსს-ს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

-მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შსს-ს მოთხოვნა ჩემთვის 166-ე და 173-ე მუხლებით წაეყენებინათ ბრალდება და მოსთხოვა მათ დამატებითი მასალები, რომელიც ორი თვეა ვერ მოიპოვეს. მე ვედავები უკანონო დაპატიმრებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, საქმის მასალებიდან ჩანს რომ სამ საათზე მეტი შსს-ს გატაცებული ვყავდი. მომდევნო სასამართლო გაიმართება ოთხშაბათს 17:50 წუთზე-განაცხადა სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ახალკაცმა.

-კიდევ ერთხელ რომ უთხრათ საზოგადოებას რა პროცესი გაიმართა დღეს.

-სასამართლო პროცესი ადმინისტრაციული პატიმრობის ირგვლივ, როდესაც მშვიდობიანი აქციის დროს სრულიად უსაფუძვლოდ დამაპატიმრეს. მოგახსენებთ რომ იმ დღეებში დაპატიმრებულ ყველა პიროვნებას ჩაუტარეს სასამართლო და დააკისრეს ჯარიმა. მე ვერ წამიყვანეს სასამართლოზე რადგან არ დავთანხმდი შსს-ს შემოთავაზებას მეღიარებინა პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა და გინება საწინააღმდეგო აზრის მქონე აქციის მონაწილეების მიმართ, რადგან ეს ასე არ ყოფილა. ორშაბათს სავარაუდოდ შსს მოითხოვს ჩემს პატიმრობას, რადგან სხვა ვარიანტში ისინი ,,გაიჭედებიან” უკანონო დაპატიმრების გამო. ყველა ჟურნალისტს და ჩემს გულშრმატკივრებს გთხოვთ მობრძანდეთ აღნიშნულ პროცესსზე. ვისქც სასამართლოს დრო გაინტერესებთ მომწერეთ პიემში და გიპასუხებთ. გარდა ამისა შსს-ს მიმართ სურპრიზი მაქვს. კონკრეტულად სასამართლო დარბაზიდან ვამხელ შსს-ს მაღალჩინოსანს უკანონობასა და ძალადობაში.