„მთავარი პროკურორის პოსტზე უნდა დაინიშნოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ადამიანი”

მესამე სექტორი, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეწყვეტას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წევრთა განცხადებით, მათი მონაწილეობის გარეშე, პროკურორის შერჩევის პროცესი ლეგიტიმური ვერ იქნება.

გარდა ამისა, მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე არ შეიძლება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, შალვა თადუმაძის წარდგენა, რადგან ის “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირია და ეჭვქვეშ დგას მისი დამოუკიდებლობის საკითხი.

„მთავარი პროკურორის პოსტზე უნდა დაინიშნოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ადამიანი. ის არ უნდა იყოს დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან. ზუსტად ამიტომ ამ პროცესამდეც, როდესაც დასახელდა, პოლიტიკურ ჯგუფთან დაახლოებული პირი ჩვენ მასზეც გვქონდა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, რადგან ვფიქრობთ,რ ომ ის უნდა იყოს პროფესიონალი და არ უნდა ატარებდეს პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს.

რაც შეეხება თადუმაძეს ცხადია, რომ ის არის დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“-აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

შეგახსენებთ: მთავარი პროკურორის პოსტზე კიდევ 6 კანდიდატი წარადგინეს.

იხ.

https://www.gmtv.ge/43039-2/