გარკვეული კომპრომისის მზაობა არის მმართველი ძალის მხრიდან

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საზოგადოების ძალისხმევამ და ოპოზიციის გაერთიანებულმა მოქმედებამ აიძულა მმართველი ძალა, წამოსულიყო დიალოგზე. მისი თქმით, პროცესში საერთაშორისო პარტნიორები დიდ როლს ასრულებენ.

“საზოგადოების ძალისხმევამ და ოპოზიციის გაერთიანებულმა მოქმედებამ, აიძულა მართველი ძალა, რომ წამოსულიყო დიალოგზე. ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენი დასავლელი მეგობრები. როგორც ჩანს, გარკვეული კომპრომისის მზაობა არის მმართველი ძალის მხრიდან და ჩვენ უნდა ვნახოთ, რამდენად შეესაბამება მათი მზაობა იმ მოლოდინს, რომელიც გვაქვს,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.