დავით წიქარიშვილი: ყველას მოეკითხება პატრიარქის განსჯა!

იურისტი დავით წიქარიშვილი გარდაცვლილი ნახეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, წიქარიშვილის ცხედარი მეზობლებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მისი საცხოვრებლის კარი შეამტვრიეს.

წინასწარი ცნობით, იგი გულის შეტევით ან ინსულტით გარდაიცვალა და შემთხვევა სავარაუდოდ 3-4 დღის წინ მოხდა. წიქარიშვილის აქტივობა სოციალურ ქსელში ბოლოს 16 აგვისტოს 22:32 საათზე ფიქსირდება.

დავით წიქარიშვილი საქართველოს განათლების მუშაკთა თავისუფალი პროფესიული კავშირის «ერთობის» ერთ-ერთი ლიდერი იყო.

დავით წიქარიშვილის ჩვენთან ბოლო კონტაქტი ამ მასალით შემოიფარგლა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

დავით წიქარიშვილი: ყველას მოეკითხება პატრიარქის განსჯა!

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ- ქრისტიანულ მოძღვრებაზე დაყრდნობით (ვისაც ჭეშმარიტად ქრისტიანად მოაქვს თავი და მხოლოდ გულზე ჯვრის ტარებით არ შემოიფარგლება), რომ ერთადერთი ცოდვა, რომელიც შემცოდველს აქ, მიწაზე ცხოვრების პერიოდშივე მოეკითხება და თან არა პირადად, არამედ მისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანზე, არის ღვთივკურთხეული პატრიარქის განსჯა. აღარაფერს ვიტყვი მის შეურაცხყოფაზე. გონს მოეგეთ, სანამ დროა. თუ მისი არ გჯერათ „განხილვებისგან” მაინც შეიკავეთ თავი. რადგან ენას ძვალი არ აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მხარზე გადაიკიდოთ და ზურგი იქავოთ ენით. უკაცრავად კი ვარ ამ შედარებისათვის. მინდა ვიმედოვნებდე, რომ ამ კომენტარის გამო ფანატიკოსად არ შემრაცხავთ; ფანატიზმის მტერი თავად გახლავართ და ჩემთვის „ფანატიზმი” მხოლოდ უფალს უკავშირდება“- ამბობს წიქარიშვილი.

კომენტარის დატოვება