20 კანდიდატი მთავარი პროკურორის პოსტზე და დარჩენილი რამდენიმე საათი

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით,  დღეისათვის მთავარი პროკურორის პოსტზე 20 კანდიდატურაა წარდგენილი:

ესენი არიან:

პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, მაია ცაცანაშვილი, ჯემალ გახოკიძე, გიორგი შაშიაშვილი, ნინო გოგნიაშვილი, ედიშერ ფუტკარაძე, შალვა თადუმაძე, ირაკლი ნადარეიშვილი, შალვა შავგულიძე, ნონა ფილაური, ალექსანდრე კობაიძე, ლენა კაპანაძე, კოტე ჭილაია და ლევან ძნელაძე.

 რაც შეეხება მთავარი პროკურორის მოქმედ მოადგილე გიორგი გოგაძე, მან თავისი კანდიდატურა 22 ივნისს მოხსნა.

მთავარ პროკურორზე მსჯელობას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, 9 ივლისიდან დაიწყებს.მთავარი პროკურორობის მსურველებს განაცხადის წარდგენა საპროკურორო საბჭოში ხვალ 6 საათამდე შეუძლიათ. მთავარმა ბრალმდებელმა საბოლოო არჩევამდე რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს. ბოლო ეტაპი პარლამენტია, სადაც პროკურორობის კანდიდატს 6 წლის ვადით აირჩევენ.