“მაგ ეპარქიაში 17-18 წლის ბიჭებს ბერებად და მღვდლებად აკურთხებენ, მერე ზოგი ნარკოტიკით უკვდებათ, ზოგი განიმოსა…”

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

-ალბათ, ბევრმა უსმინეთ გუშინ ტვ პირველზე გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდლის, მ. გიორგი აბდუშელიშვილის გამოსვლას.

გაოგნებული ვარ, ისევე როგორც თქვენ ყველა. ამგვარი გამოსვლები არის ეკლესიის მადისკრედიტირებელი მთავარი ფაქტორი და ეკლესიის დამხობისთვის გაწეული საქმე. რომელ ეკლესიურობაზე და პატრიოტიზმზეა საუბარი, როდესაც მაგ ეპარქიაში 17-18 წლის ცხვირმოუხოცავ ბიჭებს ბერებად და მღვდლებად აკურთხებენ, მერე ზოგი ნარკოტიკით უკვდებათ, ზოგი განიმოსა, ზოგი სქიზმაში გავიდა, ზოგმა რა ქნა და ზოგმაც რა… ისტორიული ტაძრები და ციხეები ხომ სრულიად დააზიანეს და მოსპეს კუსტარული რემონტებით და ახალმშენებლობებით. რა არის ეს თუ არა ეკლესიის სხეულის გააზრებული, თუ გაუაზრებელი ნგრევა?

2012 წელს მაგათი დიდი ლოცვა-კურთხევით მოვიდა “ოცნება” ხელისუფლებაში და ახლა შეცვლა მოუნდათ?! რით ვერ ხვდებიან რომ მათი პოლიტიკანობა არის დესტრუქციული და მავნებლური?! ყოველივე ამის მერე ზოგის თვალში, რომ მაინც ფასობენ ასეთები, მიანიშნებს იმაზე, თუ როგორ ბნელა ბევრის ტვინში…