„პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ნარკოპოლიტიკის კანონი ივლისში უნდა მივიღოთ”

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი სავარაუდოდ, ივლისში, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.

„პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ კანონი ივლისში უნდა მივიღოთ. მთავრობის მონაწილეობა აუცილებელია საკითხების საბოლოო შეჯერებისთვის, ამიტომ ვგეგმავთ, რომ 16 ივლისის შემდეგ მოვახდენთ პლენარულ სხდომაზე ამ კანონპროექტის განხილვას“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.