დღეს თურქეთის პრეზიდენტი ფიცს დადებს

დღეს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაცია გაიმართება. ცერემონია თურქეთის პარლამენტშია დაგეგმილი. ამის შესახებ aljazeera წერს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი 9 ივლისს ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ფიცს დადებს პარლამენტის სხდომაზე.

თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაცია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება.