“მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა…”

“ევროპულმა საქართველომ” საპროკურორო საბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ოთარ კახიძის განცხადებით, პროცესებს შალვა შავგულიძეც გამოეთიშა.

“სხდომის დაწყებისთანავე დავაყენე საკითხი რომ კანდიდატებთან გასაუბრება ყოფილიყო მედიისთვის ღია. ვინაიდან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მიიღოს პასუხები კანდიდატებისგან და შეაფასოს მათი კვალიფიკაცია, მაგრამ საპროკურორო საბჭომ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა”, – განაცხადა კახიძემ.

კანდიდატურის მოხსნაზე კომანეტარი გააკეთა შალვა შავგულიძემ.

“მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა. იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლებამ არ მოისურვა რომ დემოკრატიულობის მცირე ხარისხი მაინც შეეძინა პოროცესისთვის, ასეთ შემთხვევაში აზრი არ აქვს მონაწილეობას”,- განაცხადა შავგულიძემ.