12:0 – საპროკურორო საბჭომ შალვა თადუმაძეს დაუჭირა მხარი

საპროკურორო საბჭოს 12 წევრმა შალვა თადუმაძეს დაუჭირა მხარი, თადუმაძე მთავარი პროკურორობის კანდიდატი, რომელიც ჯერ მთავრობას წარედგინება შემდეგ კი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. ნული ხმა მიიღო მეორე კანდიდატმა ნინო გოგნიაშვილმა.

კენჭისყრის პროცედურებში მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს თავმჯდომარეს. თეა წულუკიანი ხმის მიცემის დროს პროცესს საერთოდ არ ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ სხდომის დასაწყისში ევროპული საქართველოს კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კანდიდატურა მოხსნა.