რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე გამთენიისას მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ რამდენიმე პირს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

ერთ-ერთი მათგანი ცივი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, დაჭრილი მამაკაცი კი კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანეს.

“ჯიემთივი” დეტალებს შსს-ში არკვევს.