გურჯაანში 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

გურჯაანში 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გამოვარდა.

მცირეწლოვანი მიღებული დაზიანებებით თავდაპირველად გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო, ბავშვი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

შემთხვევა გურჯაანში გუშინ მოხდა.