“საშიშია, როცა შესაფერისი ცოდნის გარეშე ადამიანები გამოთქვამენ კონსპიროლოგიურ მოსაზრებებს, თან კატეგორიული ტონით”

სოსო მანჯავიძე

-საზოგადოების უმრავლესობას ვერ მოსთხოვ ერკვეოდეს სისხლის სამართლის კოდექსში. ან რომელიმე კონკრეტული საქმის დეტალებში.

ეს ბუნებრივია.

…მაგრამ სრულიად არაბუნებრივი და საშიშია,როდესაც საქმის არსში ჩაწვდომის მცდელობისა და, შესაფერისი ცოდნის გარეშე ადამიანები გამოთქვამენ სხვადასხვა კონსპიროლოგიურ მოსაზრებებს კატეგორიული ტონით.
პრობლემა იმაშია,რომ სოციალურ ქსელებში ასეთი მოსაზრებები ელვის სისწრაფით ვრცელდება,მკვიდრდება,ერთგვარი დოგმა ხდება და საწინააღმდეგო,თუნდაც ობიექტურ ვერსიას მტრულად აღიქვამს.

ბევრი ადამიანის მიერ რაიმეს დოგმად აღიარება კი უკვე თავად ხდება ფაქტორი,რომელიც ანგარიშის გაწევას მოითხოვს.

სამართალდამცავი ორგანოები ხშირად ხდებიან ამ მოვლენის  გავლენის ქვეშ. ეს კი ტოტალურ უნდობლობასთან ერთად,უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ საჭიროაა,რომ ძალოვანმა უწყებებმა სერიოზულად იფიქრონ საზოგადოებასთან ურთიერთობის ახლებურ მიდგომებზე, რომელთა მიზანიც, მათ შორის,საზოგადოების უფრო ღრმა ინფორმირება უნდა იყოს.  ეს კი საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ კონსპიროლოგიურ-შიზოფრენიული განწყობების ჩამოყალიბება,რასაც ასე ხშირად ვადევნებთ თვალს.