მეტი სერიოზულობით მოვეკიდოთ საკითხებს, რომლებიც სახელმწიფოს სტაბილორობას და უსაფრთხოებას ეხება!

გენერალი ამირან სალუქვაძე საზოგადოებას მიმართავს.

-მთელი სერიოზულობით მოგიწოდებთ პოლიტიკოსებს, მედია საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საექსპერტო საზოგადოებას, მეტი სერიოზულობით მოვეკიდოთ საკითხებს, რომლებიც სახელმწიფოს სტაბილორობას და უსაფრთხოებას ეხება!
გამოდით ვიწრო პოლიტიკური და სხვა პირადი ინტერესებიდან!
კარგად აწონ-დაწონეთ საკითხები, რომლებიც ეხება ქვეყნის, შესაბამისად ყოველი ოჯახის ინტერესებს!
ნუ იქნრბით მხოლოდ ღვთისმშობლის იმედად!
ნუ ფიქრობთ, რომ რაც ხდება სხვა ქვეყნებში, არ მოხდება ჩვენთან!
იცოდეთ, თუ მოხდება, შეეხება ყველას!
ვისაც გაინტერესებთ პრობლემების მოგვარება, მოვნახოთ სივრცე და ვიმსჯელოთ ერთად. არსებობს გზები, რომ ჩვენი სათქმელი მივიტანოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე.
ყველაფერი როგორც არ იჭმება, ისე არ ითქმება.
მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვისაც ქვეყნის აწმყო და მომავალი აინტერესებს.
ვისაც სხვა ინტერესები აქვს, ვინც პირად, მედია ან პარტიულ რეიტინგს აყენებს სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა, მათთან საერთო არაფერი მექნება.
ამ სტატუსს არ დავწერდი, რომ არ ვხედავდე აუცილებლობას.