მტრებმა ასე დაიწყეს ესკალაცია სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, ახლა სიტუაცია კონტროლს არ უნდა გასცდეს!

ლევან შერმადინი

-თითქოს ძმობაც ვიცით, ერთგულებაც, სიტყვა -პასუხიც, ერთურთის გატანაც.

თითქოს გამჭრიახობაც მოგვდევს, ანალიზის უნარიც და უფლის შიშიც, ისტორიის გაკვეთილებსაც დრო და დრო ყურადღებით ვითვალისწინებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ვუშვებთ საბედისწერო შეცდომას.

დღეს, თითოეულმა ჩვენგანმა ყველა ზომა უნდა მივიღოთ, რომ სიტუაცია კონტროლს არ გასცდეს. ყოველი სიტყვა უნდა გავაანალიზოთ, ყოველი ნაბიჯი უნდა გავზომოთ, თავში უნებლიედ მოსულ აზრზეც კი ღრმად უნდა დავფიქრდეთ, თორემ ხვალ შეიძლება გვიან იყოს!

ჩვენმა მტრებმა ასე დაიწყეს წლების წინ ესკალაცია სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. დიახ, წლების წინ ასე დაგვაკარგვინეს ერთმანეთი! ქართველებს და ქისტებს საერთო მტერი გვყავს, ამიტომ ორმაგად გვმართებს ერთად დგომა! დიახ, ქისტებს უბრძოლიათ და მომავალშიც იბრძოლებენ საქართველოსთვის! დიახ, კავკასიის გაერთიანების გასაღები ჩვენს ხელშია და თუ ცოტა ჭკუა გვეყოფა, აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც ერთად დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს და ღირსებას! 2300 წელია არსებობს ქართული სახლმწიფო და 2300 წელია მას ქისტების მოდგმის გარეშე არ უარსებია. (დურძუკები მუდამ საუკეთესონი იყვნენ ჩვენს კარზე) დიახ, სადაც ქართველს სისხლი უღვრია, იქ ქისტის სისხლიც დაღვრილა საქართველოსთვის! არ ვიცი, ვინ რა დააშავა და რა ბრალი აქვს, ამას იმედია შესაბამისი ორგანოები გამოიძიებენ.

მთელი გულით ვუსამძიმრებ თემირლანის მშობლებს, ჩვენს ძმებს – ქისტებს და სრულიად საქართველოს !