„ჯერ შრომა, მერე ხტომა“ – სწორედ „არგოზეა“ ნათქვამი (ვიდეო)

კვირის დაძაბული დღეების და რეპეტიციების შემდეგ ფოთის საბავშვო თეატრალურმა სტუდია „არგომ“ დასვენება გადაწყვიტა.

სწორედ მათზეა ნათქვამი-„ჯერ შრომა, მერე ხტომა“-ო.

იშრომეს, სპექტაკლები გამართეს, ქველმოქმედებაც არ დაივიწყეს, ახალი სპექტაკლისთვის მზადებაც დაიწყეს და მერე რეჟისორმა გუჯა ქარაიამ ნამდვილად დამსახურებული ზეიმი მოუწყო ნორჩ მსახიობებს.

ვუსურვოთ მუდამ წარმატებები და ხალისიანი დღეები არგოელებს და ყველა ბავშვს მსოფლიოში!